რწმენა

რწმენა
• რელიგიის საფუძველი. რელიგიას ხალხის (სოციუმის) რწმენა წარმოშობს. ამის გამო რწმენა, მორწმუნეობა და სარწმუნოება რელიგიისა და რელიგიურობის სინონიმებია. რწმენას ღრმა ანთროპოლოგიური საფუძვლები აქვს. ეს ის თვისებაა, რომელსაც იმედს და ნდობას ვუწოდებთ. იგი ადამიანის შინაგანი ბუნების ნაწილია და არა შეძენილი, მეორეული, გარედან შემოსული. შეიძლება ითქვას, რომ რწმენა ბაზისია და არა ზედნაშენი. ეს ნიშნავს, რომ რწმენა ანუ რწმენის უნარი ადამიანის სპეციფიკური ნიშანია, - ისეთივე ძირითადი მახასიათებელი ანუ განზომილება, როგორც აზროვნება, იარაღის კეთება, მორალურობა, პოლიტიკურობა (მოქალაქეობრიობა). ამ ხუთი ძირითადი ნიშნის გარეშე (აზროვნება, ვითარებასთან ადაპტაცია ანუ იარაღის კეთება, ზნეობა, საზოგადოებრიობა და რელიგიურობა) ორფეხა, ვერტიკალურად მავალი და მეტყველი არსება ადამიანად ვერ ჩაითვლება. თითოეული მახასიათებელი ყოფიერების განსაზღვრულ დარგს ქმნის: აზროვნება - მეცნიერებას (ფართო გაგებით), იარაღის მკეთებლობა ანუ, გნებავთ, თავის დაცვის იმპულსი - სტრატეგიასა და ტაქტიკას, პოლიტიკურობა - პიროვნებათა, კოლექტივთა, ერთა და სახელმწიფოთა ურთიერთობის ნაირფეროვნებას, მორალი - ეთიკას, ე.ი. ქცევის ნორმებს, რწმენა - რელიგიას...
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002,
• ლათინურად credere, ანუ cor dare - გულის მიცემა.
Source: რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006]

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Смотреть что такое "რწმენა" в других словарях:

  • რწმენა — სწამს, სწამდა, იწამებს, იწამა (ვიწამე), იწამოს, მიწამია, რწმენა, ეწამოს верить (инверсивный относительно русской диатезы); представляться истинным …   Georgian verbs

  • იუდაიზმი — • მონოთეისტური რელიგიაა; აღიარებს ერთადერთ ღმერთს, სამყაროს შემოქმედს, რომელსაც მრავალი ეპითეტით ვუხმობთ: იაჰვე (დამახინჯებული ფორმაა ,,იეღოვა’’), ადონაი, ელი, საბაოთ და სხვა. იუდაიზმის თანახმად, ღმერთი არის არა მხოლოდ ერთი, არამედ ერთსახოვანიც.… …   Georgian encyclopedia

  • რელიგია — • თანამედროვე რელიგიათმცოდნე ნ. სმარტი გვთავაზობს, სრულიად ამოვიღოთ რელიგიის განმარტებიდან ღვთის არსებობის პრობლემა, რომელიც, როგორც ხაზგასმით აღნიშნვდა იოანე პავლე მეორე, მხოლოდ ევროპული კულტურისთვისაა დამახასიათებელი, და შევიტანოთ მასში შემდეგი …   Georgian encyclopedia

  • ლუთერანიზმი — 1517 წელს ვიტენბერგის უნივერსიტეტის პროფესორის მარტინ ლუთერის მიერ ქალაქის ეკლესიის კარებზე გამოკრულმა ოთხმოცდათხუთმეტმა თეზისმა, საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმდინარეობას ქრისტიანულ რელიგიაში პროტესტანტიზმს, რომელმაც გერმანიასა და სკანდინავიაში… …   Georgian encyclopedia

  • ინდივიდუალური რელიგიის თავისუფლება — იცავს რელიგიურ, აგრეთვე მსოფლმხედველობრივ შეხედულებას, რწმენას. კონკრეტულად რწმენის თავისუფლება ნიშნავს ადამიანის შინაგან თავისუფლებას, თავად ჩამოაყალიბოს და განსაზღვროს თავისი რელიგიური თუ არარელიგიური (ათეისტური) რწმენა სამყაროში ადამიანების… …   Georgian encyclopedia

  • ნეგატიური რელიგიის თავისუფლება — ადამიანის თავისუფლება, უარყოს ყოველგვარი რელიგიური თუ მსოფლმხედველობრივი რწმენა, ან არაფერი თქვას ამის შესახებ და არავის გაანდოს თავისი რწმენა (მაგალითი: განზე დგომა ყოველგვარი რელიგიური თუ სხვაგვარი ღონისძიებებისაგან). საქართველოს კონსტიტუცია… …   Georgian encyclopedia

  • ტრადიცია — წინა თაობებიდან არაწერილობითი გზით მემკვიდრეობით მიღებული და დამკვიდრებული ჩვეული აზროვნებისა და ქცევის სტანდარტების ერთობლიობა, ინფორმაცია საზოგადოებრივი ცხოვრების ადრინდელი გამოცდილების, რწმენა წარმოდგენების, სოციალური პოზიციისა და ინსტიტუტების …   Georgian encyclopedia

  • სწამს — სწამს, სწამდა, იწამებს, იწამა (ვიწამე), იწამოს, მიწამია, რწმენა, ეწამოს верить (инверсивный относительно русской диатезы); представляться истинным …   Georgian verbs

  • მართლმადიდებლობა — ბერძნული ,,ორთოდოქსიის“ ქართული თარგმანია. აღმსარებლობის მნიშვნელობით იგი პირველად II III სს ის უდიდესი საეკლესიო მოღვაწის კლიმენტი ალექსანდრიელის შრომებში დასტურდება და ეკლესიის საერთო რწმენის გამომხატველ ტერმინად გზადაგზა მკვიდრდება.… …   Georgian encyclopedia

  • ორიგენიზმი — მოძღვრება, რომლის ბურჯადაც ითვლება მღვდელი ორიგენე. ორიგენიზმის არსებით ნიშანს შეადგენს: 1. სამების წევრთა ურთიერთდაქვემდებარებულობა ანუ სუბორდინიზმი, რაც, ცხადია, არღვევს ერთარსება სამების დოგმატს; აღიარებს მასში იერარქიას და თვლის, რომ მამა… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»